აწმყო, შობილი წარსულისსაგან, არის მშობელი მომავალისა
ილია
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქალაქის ცენტრი, აკურის ქN8, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მაღლობზე, 500 მეტრში ჩელიუსკინელების ხიდიდან - შესანიშნავი ხედებით მთელ თბილისზე;
  • მშენებლობის დაწყების თარიღი: 2014 წლის 10 ივნისი;
  • მშენებლობის დამთავრების თარიღი: ქ. თბილისის მერიის მიერ დადგენილი თარიღი: 2017 წლის 20 მარტი. სამშენებლო კომპანიის მიერ დასახულია მიზანი მშენებლობის წინსწრებით დამთავრება და ობიექტის 2015 წელს მობინადრეთათვის ჩაბარება;
  • პროექტის დაფინანსება: უკვე მოზიდული უცხოური ინვესტიციები;
  • დეველოპერი: აი-ჯი-აი კომპანი;
  • სახლის ირგვლივ: მეტროსადგური „პოლიტექნიკური“, სპორტის სასახლე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქალაქის ცენტრალური სავაჭრო მაგისტრალი - პეკინის გამზირი, მერაბ კოსტავას ქუჩა, კაზინო აჭარა, ცირკი, ჩელიუსკინელების ხიდი;
  • საავტომობილო გზა: შესაძლებელია მისვლა როგორც თამარ მეფის გამზირიდან (ალექსიძის ქუჩით - შესახვევი ჩელიუსინელების ხიდთან ცირკის მოპირდაპირე მხარეს, ისე - მერაბ კოსტავას ქუჩიდან სპორტის სასახლის ირგვლივ განლაგებული ქუჩებით;
  • სახლი : 14 სართული, 57 ბინა, 3 ბინა ფართო აივანით (მინი-ტერასით). ყველა ბინას გააჩნია აივანი. ბინის ფართი - 70 კვადრატული მეტრიდან. კორპუსის არქიტექტურა შედგენილია ისე, რომ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია 2 ან მეტი ბინის გაერთიანება.
  • კომერციული დანიშნულების ფართი: პირველი და მეორე სართული - საერთო ფართით 530 კვადრატული მეტრი ცალკე შესასვლელებით;
  • ავტოსადგომი: გათვალისწინებულია 2 სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი 30 მანქანა-ადგილზე. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მანქანის გაჩერების დამატებითი შესაძლებლობები;
  • ეზოს ინფრასტრუქტურა : შემოღობილი ტერიტორია, განათება ლამპიონებით, საბავშვო გასართობი კუთხე;
  • სახლის სეისმომდგრადობა : მაქსიმალური სეისმომედეგობისათვის გამოყენებულია 435 მეტრის სიღრმის ხიმინჯების სისტემა, რომელიც სახლს მდგრადობით უნიკალურად აქცევს. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით მას, პრაქტიკულად, ანალოგი არ გააჩნია;
  • სახლის შიდა მოპირკეთება: სადარბაზო მოპირკეთებული იქნება თანამედროვე მასალებით, იატაკი - ძვირფასი კერამოგრანიტით. სადარბაზოს ცენტრალური შესასვლელი გამოირჩევა უზარმაზარი სივრცით, რომელიც 7 მეტრიანი ჭერით მიიღწევა. ჰოლში გათვალისწინებულია შიდა აივანი, კლასიკური სტილის დიდი ჭაღები და ექსკლუზიური განათების სისტემა. ცენტრალური შესასვლელის უზარმაზარი ფართის გამო გათვალისწინებულია ადგილი ველოსიპედებისა და საბავშვო ეტლის გასაჩერებელად, აგრეთვე, დაცვისა და კონსიერჟისათვის;
  • ბინების გატიხვრა: სართულშუა გადახურვისას გამოყენებულია ურიგელო ფილა რაც ნიშნავ იმას რომ ყველა სვეტის გარშემო იქნება გაძლიერებული თავები ფილის სისქის ხარჯზე. ურიგელო ფილა ნებისმიერი ბინის მესაკუთრეს აძლევს საშუალებას ბინები გატიხროს ან გააერთიანოს მისი სურვილის მიხედვით. აღნიშნული კონსტრუქცია ასევე იძლევა საშუალებას გააერთიანოს ერთი ან რამოდენიმე ბინა და თან არ შეუქმნას დისკომფორტი ბინის დაგეგმარებაში;
  • სახლის გარე მოპირკეთება: სახლის პირველი და მეორე სართული მოპირკეთებული იქნება ქვით, ხოლო ზედა სართულები ე.წ. „მიუნხენური ლესვით“. მოპირკეთების ასეთი მეთოდიკა ქ. თბილისის სულ რამოდენიმე პრემიუმ-კლასის ობიექტზე არის გამოყენებული და ესთეთიკურ მხარესთან ერთად ათწლეულებით ფასადის დაზიანებისაგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა. კონდიციონერის დაყენებისათვის გათვალისწინებულია სპეციალური ადგილი ყველა ბინისათვის, რათა არ მოხდეს ფასადის დამახინჯება;
  • ბინების შიდა მოპირკეთება: „შავი კარკასი“. მყიდველის დაკვეთით შესაძლებელია ბინის სრული რემონტით ჩაბარება. ბინის დიზაინი და მოთხოვნები სამშენებლო მასალებზე დამატებით იქნება შეთანხმებული მყიდველთან;
  • ფანჯრები: პრემიუმ კლასის მეტალო პლასმასის კარკასი;
  • კომუნიკაციები: ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი;
  • ლიფტი: 1 სამგზავრო და 1 სატვირთო გერმანული თანამედროვე ლიფტები;
  • სამშენებლო მასალები : გერმანული ცემენტი ჰაიდელბერგის (HeidelbergCement) ფირმის, კრივოი როგის (Кривий Ріг) არმატურა;
  • კონსიერჟი : სახლს ემსახურება პერსონალური კონსიერჟი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში;
  • სახლის დამატებითი ღირშესანიშნავობა: უნიკალური საათი, რომელიც დამონტაჟებული იქნება სახლის თავზე და ხილული იქნება ქალაქის ცენტრალური რაიონებიდან. საათის პროექტი მზადდება ამ სფეროში სპეციალიზირებული უცხოური კომპანიის მიერ. საათს ექნება უნიკალური განათება, რომელიც მას 24 საათის განმავლობაში ხილულს გახდის ქალაქის ცენტრალური რაიონებიდან;
  • მტკვრის სანაპირო უდაოდ ქალაქის მთავარი ჰაერის არტერიაა. თვით ყველაზე ცხელ ზაფხულშიც კი, სანაპიროზე იგრძნობა მაცოცხლებელი ნიავი, რომელიც სახლს, შესანისნავ ხედებთან და ადგილმდებარეობასთან ერთად, დამატებით ელფერს მატებს. და რაც მთავარია, ამ არტერიასა და ამ ხედს სახლის ადგილმდებაროებიდან გამომდინარე, ქალაქის ვერანაირი განვითარება ვერ შეცვლის;